რუმინეთის ნაკრებთან 5:1 წაგების შემდეგ, საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
ამ მატჩით საქართველომ ევროპული შეკრება დაასრულა. ესპანეთი კი ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც მსოფლიოს დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდთან.
სიუჟეტის ავტორი: დავით ერაძე.