საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ გამართა და მშრალი ანგარიშით 0:55 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ზელანდიელმა 5 ლელო დადეს, რომელთაგანაც 3 გარდასახეს და ტაბლოზე 31:0 დაფიქსირდა. მეორე ნახევარში კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ 4 ლელო გაუშვეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეორე შეხვედრას 11 ივნისს, უელსის წინააღმდეგ გამართვას.