"ესპანეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი, რომელზეც ქართველი ფეხბურთელები შვილიშვილებს მოუყვებიან," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-ის რუსულმა ვერსიამ საქართველოს ნაკრების წარმატება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად მოქმედი ევროპის ჩემპიონები 0:1 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი გოლის ავტორი მატჩის მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი გახდა.
საქართველომ ევროპული შეკრება დაასრულა. ქართველი ფეხბურთელები სლოვაკეთთან 3:1, რუმინეთთან 5:1 დამარცხდნენ. ბოლო ამხანაგურ მატჩში კი ესპანეთის ნაკრებთან მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
მოქმედი ჩემპიონები კი საფრანგეთში გასამართ ტურნირზე ჯგუფში ჩეხეთს, ხორვატიას და თურქეთს დაუპირისპირდებიან.
წყარო: Eurosport
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია