16 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ვარდიმ არსენალს უარი უთხრა და ლესტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს - The Telegraph

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ს ინფორმაციით, ჯეიმი ვარდიმ ლონდონის არსენალში გადასვლაზე უარი განაცხადა და ლესტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

ლესტერი თანახმაა ვარდის ხელფასი გაუზარდოს. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში 29 წლის თავდამსხმელი კვირაში 130 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული მედია აქტიურად წერდა, რომ ვარდი არსენალის ფეხბურთელი იყო. ტრანსფერის სავარაუდო თანხად კი 20 მილიონი ფუნტ სტერლინგი სახელდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა, თუმცა როგორც ჩანს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ვარდი ისევ ლესტერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

საჩემპიონო სეზონში ვარდიმ 36 შეხვედრა ჩაატარა. თავდამსხმელმა 24 გოლის გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა. 

 

წყარო: The Telegraph

 

დღის ამბები