საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
წაგების შემდეგ ესპანელი ფეხბურთელები უცხოური მედიის კრიტიკის ობიექტი გახდნენ;
Mail: "თქვენ გეგონათ ინგლისი არის სუსტი? ესპანეთი საკუთარ სახლში საქართველომ გალახა. ევროპის ჩემპიონებს ევრო 2016-ის მომზადების დასრულება კარგ ნოტაზე შეეძლოთ, თუმცა ისინი სუსტმა საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა, რომელიც ფიფას რეიტინგში 137-ე ადგილზეა".
The Sun: "ევრო 2016-ის ფავორიტს ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავის ტკვილი აწუხებს".
Gazzetta Dello Sport: "ევროპის ჩემპიონებმა პირველი ნახევარი წააგეს და ოქრიაშვილის გოლით გაკვირვებულები დარჩნენ".
L"Equipe: "მშიშარა ესპანეთი!" საქართველო ესპანეთის სტუმრად დამარცხებით პრესტიჟული გამარჯვება მოიპოვა".
Bild: "ესპანეთი ევრო 2016-ის ტესტს ვერ აბარებს"
A Bola: "ესპანეთი ევრო 2016-ის დებიუტამდე შინ მარცხდება. ბოსნიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოგების შემდეგ, ესპანელებს ჩავარდნა აქვთ".
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.
წყარო: sportall.ge
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.