ოფიციალურად - 39 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ, რომასთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. 2016-2017 წლების სეზონის ბოლოს ტოტი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და მშობლიური კლუბის ტექნიკური დირექტორი გახდება.
"მე ძალიან მინდოდა კონტრაქტის გაგრძელება. ეს ოცნების ახდენას ჰგავს. ამ წლების განმავლობაში კარიერის დასრულება მხოლოდ რომაში მსურდა," - განაცხადა კაპიტანმა.
ტოტი რომას საფეხბურთო აკადემიაში 1989 წლიდან ირიცხება, ხოლო ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ფრანჩესკომ 25 სეზონი გაატარა. ტოტიმ კლუბის მაისურით ჩატარებულ 758 ოფიციალურ შეხვედრაში 304 გოლის გატანა შეძლო.
წყარო: რომას Twitter-ის გვერდი.