თორნიკე შენგელიას ლაბორალ კუჩამ ბარსელონას დაძაბული შეხვედრა 89:83 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გახდა ცნობილი. თორნიკე შენგელიამ მოედანზე 22 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სერიის მეოთხე შეხვედრა ხვალ გაიმართება.
წყარო: GBF