მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ერთ-ერთი ფირმის კომერციულ რეკლამაში სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ვიდეორგოლში სიტუაცია საინტერესოდ ვითარდება. ერთ დილას რონალდო იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ინგლისელი სკოლის მოსწავლის სხეული აქვს, პარალელურად კი ინგლისელ ბიჭს პორტუგალიელი ფეხბურთელის აღნაგობა აქვს. რონალდო თავიდან იწყებს ყველაფერს და კვლავ ცდილობს საუკეთესო გახდეს.
Eurosport-ის შეფასებით, აღნიშნული ვიდეო შედევრია, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.
წყარო: Eurosport