16 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
პსჟ იგუაინის სანაცვლოდ 94 მილიონს იხდის

Sport Mediaset-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული პსჟ მზად არის გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, საფრანგეთის ჩემიონები იგუაინს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად განიხილავენ. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის ამჯამინდელი კლუბის, ნაპოლის პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით.

იგუაინის გადაბირებით მიუნხენის ბაიერნი, მონაკო და პრემიერლიგის კლუბებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის თავდამსხმელი გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი 36 გატანილი გოლით გახდა.

 

წყარო: Sport Mediaset

დღის ამბები