16 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
კლივლენდმა სერიაში ანგარიში შეამცირა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს

NBA-ს ფინალურ სერიაში კლივლენდმა სხვაობა შეამცირა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. მესამე შეხვედრაში კავალიერსმა გოლდენ სტეიტი 120:90 გაანადგურა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 32 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. აღსანიშნავია კაირი ირვინგის თამაშიც. ირვინგმა 30 ქულა, 4 მოხსნა, 8 პასი მოაგროვა.

სერიის მეოთხე შეხვედრა ხვალ გაიმართება. ამჟამად გოლდენ სტეიტი კლივლენდს 2:1 ამარცხებს.

დღის ამბები