ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.
გრიზმანი ატლეტიკოში 2014 წელს რეალ სოსედადიდან 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამჟამად ფეხბურთელის სატრანფერო ფასი 70 მილიონს შეადგენს.
გასულ სეზონში 25 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ლა ლიგაში 38 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 22 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.
წყარო: L’Equipe