16 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ევრო2016-ის სანახაობრივი დასაწყისი და ეფექტური გოლი
საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი სანახაობრივი მატჩით დაიწყო. ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები რუმინეთს დაპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
 
უგოლო პირველი ტაიმის მიუხედავად, თამაში დინამიურად და ორმხვრივი იერიშებით წარიმართა. პირველი გოლი კი მატჩის 58-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გაიტანა და საფრანგეთი დააწინაურა. 72-ე წუთზე სტანჩუმ თერთმეტმეტრიანის რეალიზება მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა დიმიტრი პაიემ გაიტანა. თამაშის მიწურულს ვესტ ჰემის შემტევმა შორეული დარტყმით ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი.
ხვალ 3 მატჩი გაიმართება: ალაბანეთი-შვეიცარია, უელსი-სლოვაკეთი და ინგლისი-რუსეთი. 
დღის ამბები