UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა რუსი გულშემატკივრების ფიზიკური ძალადობის შესწავლა დაიწყო, რომელიც ინგლისის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მოხდა.
რუსები ბრიტანელებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე შეიჭრნენ და გულშემატკივრები დაარბიენ. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ აგრესია რუსების მხრიდან მოდიოდა.
აღნიშნული ინციდენტი უკვე დაგმო რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ. მისი განცხადებით, მხარდამჭერები არასწორედ მოიქცნენ და ის დიდ ჯარიმას ელის. თუმცა, უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ნაკრებს ტურნირიდან მოკვეთა ემუქრება. ასევე, საქნქციები დაეკისრება ინგლისურ მხარესაც.
წყარო: Eurosport