ჰოკეის ნაციონალური ლიგა პიტსბურგის პინგვინებმა მოიგეს.
კალიფორნიაში, სან ხოსეს ყინულის მოედანზე პინგვინებმა 3:1 დაამარცხეს ზვიგენები, საერთო ანგარიშში 4:2 იმარჯვეს და სტენლის თასსაც დაეუფლნენ.
ჩემპიონი გუნდის ახალგაზრდა გოლკიპერმა, მეტ მიურემ 18 სეივი შეასრულა და თავისი კლუბის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
2009 წლიდან მოყოლებული თასი პიტსბურგის პინგვინებმა უკვე მეოთხედ მოიპოვეს.