ესპანეთის ნაკრების მეკარე, დავიდ დე ხეა და ბილბაოს ატლეტიკის ნახევამრცველი იკერ მუნიიანი სექსუალური ხასიათი ძალადობაში დაადანაშაულეს. ინციდენტი 4 წლის წინ მოხდა, მაშინ დე ხეა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა.
მოწმე, რომლის სახელსაც პოლიცია არ ასახელებს ამბობს, რომ იგი სასტუმროში გააგზავნეს, სადაც მას მუნიანი და კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი დახვდა, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოწმის მტკიცებით, დე ხეა იყო ის პიროვბება, რომელმაც იგნასიო ფერნანდესის საშუალებით დაუკავშირდა და მაღალი ანაზღაურება შესთავაზა.
იგნასიო ფერნანდესი კი ბრალდებულიასექსუალური ძალადობაში, ბავშთა პორნოგრაფიაში, პროსტიტუციაში, ფულის გამოძალვაში და ფულის გათეთრებაში. სწორედ მის წინააღმდეგ აღძღული საქმის შემდეგ გახდა ფეხბურთელების საქციელის შესახებ ცნობილი.
აღნიშნულ ინფორმაციას თავად დე ხეა არ ადასტურებს, თუმცა ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა და მხარდამჭერების უმრავლესობას მანჩესტერ იუნაიტედის მეკარის გუნდიდან მოკვეთა სურს.
ჯერჯერობით გამოძიების სხვა დეტალები უცნობია.
ამჟამად დე ხეა ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
წყარო: Eurosport