16 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
კარიერას ბუფონთან ერთად დავასრულებ - იკერ კასილიასი

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა და პორტუგალიური პორტუს მეკარემ, იკერ კასილიასმა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად გეგმავს.

"როდესაც ბუფონი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მეც სწორედ მაშინ წავალ. ჯანლუიჯიმ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მეც იგივეს ვაპირებ. როცა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ გამოსათხოვარ მატჩს გავმართავთ, რომელშიც ჩვენი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას," - განაცხადა კასილიასმა.

ცნობილი ფაქტია, რომ ორ უმაღლესი კლასის მეკარეს ახლო მეგობრობა აკავშირებთ. შეგახსენებთ, რომ ბუფონიც და კასილიასიც საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იღებენ მონაწილეობას.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები