გუშინ, იტალიის ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეტევაში წარმატებული თამაშის გარდა, უცხოური მედიის ყურადღება იტალიის დაცვითმა მოქმედებებმა მიიპყრო.
სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ასახული, თუ როგორ ცდილობს ბელგიის ნაკრები დაცვის ხაზის გარღვევას, მაგრამ ყველა იტალიელი ფეხბურთელი შესანიშნავად გადაადგილდება და ზონებს კეტავს. ანტონიო კონტეს გუნდის ყველა წევრმა შესანიშნავად იცის თავისი საქმე. Eurosport-ის შეფასებით კი სწორედ ასეთი თამაში აქცევს იტალიის ნაკრებს ტურნირის მთავარ ფავორიტად.
შემდეგ შეხვედრას სკუადრა აძურა 22 ივნისს, ირლანდიის წინაარმდეგ გამართვას.
წყარო: Eurosport