16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ჯანლუიჯი ბუფონმა გამარჯვება უცნაურად აღნიშნა - კურიოზი მეკარის მონაწილეობით

ევროპის ჩემპიონაატზე იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა და ბელგია 2:0 დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ სკუადრა აძურას კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, წარმატება ტრადიციულად ემოციურად აღნიშნა, თუმცა 37 წლის მეკარეს ხარიხადან ხელი დაუცურდა და მოედანზე დაეცა.

აღნიშნული ფაქტი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. მატჩის შემდეგ ბუფონი ერთ-ერთი იტალიური გადაცემის სტუმარი იყო და ამ ეპიზოდის ნახვამ გაამხიარულა.

იტალიის ნაკრები შემდეგ მატჩს 22 ივნისს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები