NBA-ს ფინალური სერიის მეხუთე მატჩში გოლდენ სტეიტმა კლივლენდს უმასპინძლა და 97:112 დამარცხდა.
მოგების შემდეგ კავალიერსმა ჩემპიონობის შანსები შეინარჩუნა და სერიაში 3:2 მარცხდება მეტოქესთან. გამარჯვებულთა შორის გამორჩეული მატჩი ჩაატარეს ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა, რომლებმაც ჯამში 82 ქულა მიითვალეს (41-41). ჯეიმსმა ასევე, 16 მოხნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა.
გუნდებს შორის მეექვსე მატჩი 17 ივნისს გაიმართება. გოლდენ სტეიტს ჩემპიონობასთან 1 გამარჯვება აშორებს.