16 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
UEFA-მ რუსეთის ნაკრები დასაჯა

UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი განიხილა და რუსეთის ფეხბურთის კავშირი 150 ათას ევროდ დააჯარიმა. მსგვასი ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი UEFA რუსეთს უმკაცრესად დასჯის და ტურნირიდან მოკვეთავს.

პარალელურად კი საფრანგეთიდან რუსი გულშემატკივრების დეპორტაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ რამდენიმე საათის წინ რუსი გულშემატკივრების ავტობუსი შეაჩერა და ქვეყნიდან მათ დეპორტირებას ახდენს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი-ინგლისის მატჩის შემდეგ რუსები ინგლისელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. რუსების მხრიდან დაფიქსირდა რასიზმის გამოვლინების ფაქტები, გამოიყენეს პიროტექნიკა, შეხვედრის ბოლოს კი მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერთა სექტორზე შეიჭრდნენ. დაპირისპირება ქალაქის ქუჩებშიც გაგრძელდა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები