16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარესობს და ტურნირის მესამე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ახალი ზელანდიასთან მატჩით დაიწყეს და ქართველები 55:0 დამარცხდნენ. შემდეგ კი უელსის ნაკრებთან დასანანი მარცხი განიცადეს - 10:9.

"ხვალ გველის ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან სერიოზული მატჩი, სადაც კიდევ ერთხელ უნდა მოვუმატოთ ჩვენ თამაშს. კარგად შევისწავლეთ ირლანდიის მატჩი უელსთან. ეს არის ძალიან მოძრავი და ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოუგოს კონკრეტულ მოწინააღმდეგეს - კარგად იცის სად არის მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები,"- განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ.

საქართველო-ირლანდიის სარაგბო დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

 

წყარო: site.rugby.ge

დღის ამბები