FIFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, lanacion.com-თან ინტერვიუში გაამჟღავნა მეთოდი, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის შედეგები ყალბდებოდა. ბლატერის განცხადებით ამ მეთოდს ძირითადად UEFA იყენებდა, თავად კი არასოდეს მიუღია მსგავს ქმედებებში მონაწილეობა.
"UEFA იმას აკეთებს, რასაც FIFA არასოდეს იკადრებდა - კენჭისყრის შედეგებს აყალბებს. ეს ძალიან მარტივად ხდება. რამდენიმე ბურთულა, რომელიც წილისყრისთვისაა განკუთვნილი, მაცივარში იდება და იყინება. ამოღებისას კი ცივი და თბილი ბურთულების ხელით გარჩევა და სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია. ევროპაში ხშირად აყალბებდნენ წილისყრას. მე ამ ფაქტს ვესწრებოდი, თუმცა არასოდეს მიმიღია მასში მონაწილეობა და შედეგებიც არასოდეს გამიყალბებია,"- განაცხადა ბლატერმა.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა ბლატერი და პლატინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აუკრძალა, თუმცა აპელაციის შემდეგ ეს ვადა 6 წლამდე შემცირდა.
წყარო: lanacion.com