16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ახალციხის რაიონის სოფელ ზემო სხვილისში ხუთკუთხა სტადიონის აშენება იგეგმება

ახალციხის რაიონის სოფელ ზემო სხვილისში, ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე მალე ახალი სტადიონის მშენებლობა უნდა დაიწყოს, რომელიც დადგენილ სტანდარტებს არ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მოედანს ხუთი კუთხე ექნება და ამ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არა აქვს.

ზოგადად, საფეხბურთო მოედანი მართკუთხედის ფორმისაა, მოედნის სიგრძე 120 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 90 მეტრია. ეს პარამეტრები საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა, თუმცა წლების წინ დაკანონებულ წესებს სოფელ ზემო სხვილისში არ აღიარებენ და ხუთი კუთხისგან შემდგარი სტადიონის გაკეთებას გეგმავენ.

მოსახლეობის განცხადებით, მოედანი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე მდებარეობს. სტანდარტული სპორტული ნაგებობის აშენების შემთხევაში კი ერთ-ერთი მოსახლის ტერიტორია გადაიფარებოდა და გადაწყვეტილებაც მარტივად მიიღეს - კუთხის ჩამოჭრამ არსებული პრობლემა უმტკივნეულოდ გადაჭრა.

ზემო სხვილისის სპორტული მოედნის სარეაბლიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფაზე ახალციხის გამგეობამ ტენდერი 2016 წლის 26 აპრილს გამოაცხადა. ამ ეტაპზე მხოლოდ არსებული მოედნის შემოღობვა მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მოედნის არასტანდარტული ფორმის შესწორებას გამგეობა უახლოეს მომავალში გეგმავს, მანამდე კი ადგილობრივებს თამაში ისევ ხუთკუთხა მოედანზე მოუწევთ.

 

სიუჟეტის ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები