16 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ბრაზილიამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კარლოს დუნგა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, გადაწყვეტილება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელობამ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე ნაკრების არადამაჯერებელი გამოსვლის შედეგად მიიღო.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა კოპა ამერიკაზე 1987 წლის შემდეგ პირველად ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხეს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვან ნაკრებს, ბრაზილიურ პრესაში გარცელებული ინფორმაციის თანახმად მთავარი კანდიდატი კორინთიანსის 55 წლის მწვრთნელი ტიტეა.

დღის ამბები