ისლანდიის ნაკრების მცველმა, კარი არნასონმა, პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდოზე გააკეთა კომენატარი და მადრიდის რეალის ფეხბურთელს უიღბლო უწოდა.
"რონალდო უბრალოდ უიღბლოა. მას არ უნდოდა წაგება და რას ელოდა? ეგონა, რომ ჩვენ ბარსელონას მსგავსად ვითამაშებდით? თავად რონალდოს მოედანზე არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. დიახ, ჩვენ აუტსაიდერები ვართ და აუტსაიდერებივით ვთამაშობთ.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი რონალდომაც გააკეთა. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი ძალიან გაბრაზებული იყო.
"ისლანდია მოპოვებულ ქულას ისე აღნიშნავდა, თითქოს მათ ევროპის ჩემპიონატი მოეგოთ. ისინი არ ცდილობდნენ თამაშს, მხოლოდ თავს იცავდნენ და მეტი არაფერი. ისლანდია მხოლოდ ერთზე ფიქრობდა: "დაცვა, დაცვა, დაცვა" და კონტრშეტევებზე თამაში. შედეგით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მოგებას ვცდილობდით, ხოლო ისლანდია არა. მათ გაიტანეს გოლი და მთელი მატჩის განმავლობაში ორი მომენტი ჰქონდათ. მათ ავტობუსი ჩააყანეს კარში," - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფის შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა და ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ისლანდიის ნაკრებმა სადებიუტო ქულაც მოიპოვა.
წყარო: Eurosport