16 ნოემბერი 2024,   14:10
ვრცლად
კრიშტიანო რონალდომ ისლანდიელ ფეხბურთელს მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, ისლანდიის კაპიტანს, არონ გუნარსონს მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა.

შემთხვევა პორტუგალია-ისლანდიის შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდა. რონალდო მატჩის შედეგით უკმაყოფილო იყო, რაც თამაშის შემდგომ გაკეთებული კომენტარითაც დადასტურდა.

"ისლანდია მოპოვებულ ქულას ისე აღნიშნავდა, თითქოს მათ ევროპის ჩემპიონატი მოეგოთ. ისინი არ ცდილობდნენ თამაშს, მხოლოდ თავს იცავდნენ და მეტი არაფერი. ისლანდია მხოლოდ ერთზე ფიქრობდა: "დაცვა, დაცვა, დაცვა" და კონტრშეტევებზე თამაში. შედეგით ცოტა იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მოგებას ვცდილობდით, ხოლო ისლანდია არა. მათ გაიტანეს გოლი და მთელი მატჩის განმავლობაში ორი მომენტი ჰქონდათ. მათ ავტობუსი ჩააყანეს კარში," - განაცხადა რონალდომ.

აღსანიშნავია, რომ ისლანდიის კაპიტანმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და რონალდოს თამაშისთვის მადლობა გადაუხადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვიტაც, მადრიდის რეალის ფეხბურთელმა გასახდელში არონ გუნარსონს მაინც უსახსოვრა თავისი მაისური.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები