16 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ევრო2016 - სლოვაკეთმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე B ჯგუფის შეხვედრაში სლოვაკეთი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

რუსეთის კარში პირველი გოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შვილმა, უმცროსმა ვლადიმირ ვაისიმ გაიტანა. მეორე ბურთი კი პირველი ტაიმის მიწურულს მარეკ ჰამშიკმა მიითვალა, რომელმაც ეფექტური დარტყმით გამოიჩინა თავი. რუსეთის მხრიდან კი გოლი შეხვედრის მე-80-ე წუთზე დენის გლუშაკოვმა გაიტანა.

B ჯგუფს უელსის და სლოვაკეთის ნაკრები 3-3 ქულით ლიდერობენ. დღეს, კიდევ 2 მატჩი გაიმართება: რუმინეთი-შვეიცარია და საფრანგეთი ალბანეთი.

 

ვიდეო: Goalsarena.org 

დღის ამბები