საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მატჩში რუსეთის ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
რუსების მხრიდან მატჩის მე-80 წუთზე გოლი გლუშაკოვმა გაიტანა, რა დროსაც რუსმა გულშემატკივრებმა გატანილი ბურთის აღსანიშნავად საკუთარ სექტორზე ფოეირვერკი დაანთეს.
რუსეთის ფეხბურთის კავშირი კი გუშინ UEFA-მ გულშემატკივრების ხულიგნური საქციელის გამო 150 ათასი ევროდ დააჯარიმა და მსგვასი ფაქტის განმეორების შემთხვევაში ტურნირიდან მოკვეთით დაემუქრა.
რუსებმა მაინც განაგრძეს უსაფრთხოების წესების დარღვევა. ჯერ გუშინ გვიან ღამით ქალაქ ლილის ქუჩებში ინგლისელებს კვლავ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დღეს კი სტადიონზე აკრძალული ნივთიერება შეიტანეს და ცეცხლი დაანთეს.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქტიურად ითხოვენ რუსეთის ნაკრების ტურნირიდან მოკვეთას.
წყარო: 101greatgoals.com