ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ტურნირის ფავორიტმა და მასპინძელმა, საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით A ჯგუფის აუტსაიდერი, ალბანეთი 2:0 დაამარცხა.
90-ე წუთზე ატლეტიკოს ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა თავით გაიტანა ბურთი. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი სტუმრებს კონტრშეტევა გამოეპარათ. დიმიტრი პაიემ საჯარიმოში ორი მცველი იოლად მოატყუა და ზუსტად დაარტყა.
საფრანგეთმა გაიმარჯვა და ჯგუფში 6 ქულა დააგროა, შედეგად მასპინძლებმა მერვედფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.