16 ნოემბერი 2024,   14:09
ვრცლად
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

ინგლისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან ირლანდიასთან გამართა და  7:35 დამარცხდა.

დიდი ანგარიშის მიუხედავად, ქართველმა მორაგბეებმა მატჩი კარგად დაიწყეს და შეხვედრის მე-8 წუთზე ვასილ ლობჯანიძემ თავი ეფექტური ლელოთ გამოიჩინა. ქართველებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 7:35 დამარცხდნენ ძლიერ მეტოქესთან.

საქართველომ ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით უმცროსი ბორჯღალოსნები უელსთან აღებული პრემიის ხარჯზე ტურნირის მაშტაბით მე-10 პოზიციაზე იმყოფება და IX-XII ადგილების ნახევარფინალში 20 ივნისს იტალიას დაუპირისპირდება.

დღის ამბები