"კინგსლი კომანის ფინტი ალბანეთთან მატჩში, რომელიც აიძულებს ზიდანს ატირდეს," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა საფრანგეთის ნაკრების შემტევის ტექნიკური მოძრაობა გუშინდელ მატჩში. კომანმა ზიდანის ცნობილი მოძრაობა გაიმეორა.
"ამ ფინტის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მცველი, ბურიმ კუკელი, გონ ვერ მოეგო და შეცვალეს" - აგრძელებს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კინგსლი კომანი მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს.
მატჩი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
წყარო: Eurosport