ცნობილი გახდა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა.
ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი და მილოშ გრიგოლიევიჩი დაეხმარებიან. ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მთავარ მწვრთნელთან ერთად ორი ცვლილება განიცადა. დავით უსტიაშვილისა და ჯეისონ სტოდტის ადგილები ირაკლი ხოშტარიამ და იურიცა გოლემაცმა დაიკავეს.