ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა ტურნირის დებიუტანტის ისლანდიის დამარცხება ვერ მოახერხა (1:1). მატჩის შემდეგ კი კრიშტიანო რონალდო სოციალური ქსელის ხუმრობის ობიექტი გახდა.
ინტერნეტ სივრცეში გარვრცელდა სახალისო ანიმაციური ფილმი, სადაც შეხვედრის დეტალებია აღწერილი. შემდეგ კი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში რონალდოს და ისლანდიის კაპიტნის დიალოგის გაშიფრა სცადეს.
რონალდომ არონ გუნარსონს მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა. ჟურნალისტების ვერსიით კი მათ შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა.
- ჰეი, რონალდო, მოდი მაისური გავცვალოთ.
- გავცვალოთ? შენ საერთოდ ვინ ხარ?
- მე არონ გუნარსონი ვარ. გუნარის შვილი, აკიურეირის მხარიდან, ისლანდია.
წყარო: 101greatgoals.com