საფრანგეთში მიმდინარე B ჯგუფის შეხვედრაში ბრიტანული დაპირისპირება გაიმართა. ინგლისის ნაკრებმა 2:1 დაამარცხა უელსი.
შეხვედრა ინგლისელების უპირატესობით დაიწყო და პირველივე წუთებზე სტერლინგმა რეალური საგოლე მომენტის რეალიზება ვერ მოახერხა. პირველი ტაიმის მიწურულს კი გარეთ ბეილმა მიმდინარე ტურნირზე მეორე გოლი კვლავ საჯარიმოდან გაიტანა. მადრიდის რეალის ფეხბურთელის დარტყმული ჯო ჰარტმა ვერ მოიგერია.
მატჩის მეორე ნახევარში უპირატესობს ისევ ინგლისი ფლობდა და ანგარიშის გათანაბრება 56-ე წუთზე შეძლო. გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული ჯეიმი ვარდი გახდა, რომელმაც აშკარად თამაშგარე მდგომარეობიდან დაარტყა, თუმცა მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს. გამარჯვების გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. დალიელ სტარიჯმა ინგლისს 3 ქულა მოუტანა.
შედეგად B ჯგუფს 4 ქულით ინგლისი ლიდერობს. სლოვაკეთს და უელს თანაბრად 3-3 ქულა აქვთ.
ვიდეო: goalsarena.org