საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში მეორე ტესტ მატჩი გამართა და სტუმრად ტონგა დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამატკიცეს, რომ რაგბის მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა და ფიჯიზე გამართული შეხვედრა 23:20 მოიგეს.
თამაშში 2 ლელოს დადება დავით კაჭარავამ მოახერხა. მერამ კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ კი ზუსტად გარდასახეს. კვიკაშვილმა თავი საჯარიმო დარტყმებითაც გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა;
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ზურაბ ჟვანია, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა ტონგა რაგბის მსოფლიო თასზეც 10:17 დაამარცხეს და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. საქართველო შემდეგ შეხვედრას 24 ივნისს, მასპინძელ ფიჯის ნაკრებთან გამართავს.
ფოტო: site.rugby.ge