16 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ბელგიამ ირლანდია გაანადგურა

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის მატჩში ბელგიის ნაკრებმა ირლანდია 3:0 გაანადგურა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, მატჩის მეორე ნახევარში კი ბელგიამ მოახერხა უპირატესობის გოლად გარდაქმნა და 48-ე წუთზე ბურთი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. თამაში კვლავ ბელგიელების ინიციატივით გაგრძელდა და 61-ე წუთზე ვიტცელმა სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში ლუკაკუმ დააფიქსირა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. 3:0 ბელგიის სასარგებლოდ.

E ჯგუფს 6 ქულით იტალიის ნაკრები ლიდერობს, რომელმა მერვედფინალის საგზური გაინაღდა, მეორე პოზიციაზე კი 4 ქულით ბელგია იმყოფება.

დღეს ტურნირზე კიდევ 2 მატჩი გაიმართება. ისლანდია-უნგრეთი და პორტუგალია-ავსტრია.

დღის ამბები