ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებმა თამაშის მოგება ვერ მოახერხა და ვერ ასპარეზობა 1 ქულით დაასრულა.
ბოლო ტურის შეხვედრაში რუსები უელსის ნაკრებმა გაანადგურა. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. რუსებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს და საკუთარ კართან სწრაფი კონტრშეტევა მიიღეს. გოლის ავტორი არსენალის ნახევარმცველი აარონ რემზი გახდა. 9 წუთში ტეილორმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო საბოლოო შედეგი მატჩის მეორე ნახევარში გარეთ ბეილმა დააფიქსირა - 3:0 უელსის სასარგებლოდ.
რუსეთმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ამ შედეგის გამო, თანამდებობა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ დატოვა.
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ინგლისი და სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. საგოლე მომენტები ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხეს.
ჯგუფის გამარჯვებული 6 ქულით უელსი გახდა, ინგლისი (5) მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო სლოვაკეთის ნაკრებმა(4) მესამე პოზიცია დაიკავა.
დღეს საღამოს C და D ჯგუფის 2-2 მატჩი გაიმართება. 20:00 საათზე ჩრდილოეთ ირლანდია-გერმანია, უკრაინა -პოლონეთი, ხოლო 23:00 საათზე ხორვატია ესპანეთს დაუპირისპირდება, ჩეხეთი კი თურქეთს.
ვიდეო:Goalsarena.org