ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგა და მერვედფინალში იტალიას შეხვდება.
ხორვატიასთან შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე ალვარო მორატამ გახსნა და ესპანეთი თამაშის დებიუტშივე დაწინაურდა. თუმცა, ხორვატებმა მაინც შეძლეს მატჩის მოგება. ნიკოლა კალინიჩმა პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი ივან პერისიჩმა შეხვედრის მიწურულს გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა 72-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ, ხორვატიამ 2:1 მოიგო და ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა;
ჩრდ. ირლანდია 0:1 გერმანია
უკრაინა 0:1 პოლონეთი
ჩეხეთი 0:2 თურქეთი.
მერვედფინალში 16 შესაძლო გუნდიდან 12-ის ვინაობა ცნობილია;
პირველი ადგილებით მერვედფინალში გავიდნენ: საფრანგეთი, უელსი, გერმანია, ხორვატია და იტალია.
მეორე ადგილები: შვეიცარია, ინგლისი, პოლონეთი და ესპანეთი.
მესამე ადგილოსნები - სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უნგრეთი, რომელიც დღეს ჩაატარებს მესამე შეხვედრას.
ვიდეო: Goalsarena.org