შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს.
როგორც Sky Sports-ი იტყობინება, 34 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. იბრაჰიმოვიჩისთვის ბელგიასთან დღეს ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი, ნაკრებში შესაძლოა ბოლო გამოდგეს. შვედებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და დიდი შანსია ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახონ.
ზლატან იმრაჰომივიჩი შვედეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2001 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 115 შეხვედრაშიი 62გოლი გაიტანა.