კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა ტურნირის მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატები გაანადგურა.
არგენტინელებმა მეტოქე 4:0 დაამარცხეს. ანგარიში მატჩის დებიუტში ლავეციმ გახსნა. 32-ე წუთზე ლიონელ მესიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში კი გონსალო იგუაინმა დუბლის შესრულება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონას ლიდერი, ლიონელ მესი ეროვნული გუნდის ისტორიაში შევიდა. მესიმ გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი გააუმჯობესა და 55 გატანილი გოლით არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ფინალში არგენტინის მეტოქე ჩელე-კოლუმბიას შორის გამარჯვებული იქნება.