კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინა და აშშ-ს დაპირისპირების მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და ლიონელ მესის ავტოგრაფი სთხოვა.
მესის ავტოგრაფის მიღების შემდეგ მხარდამჭერმა არგენტინელი ფეხბურთელს ბუცებზე შეეხო და რამდენჯერმე გადაეხვია.
შეხვედრა არგენტინის გამარჯვებით 4:0 დასრულდა. მესიმ თავი 32-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა და ეროვნული გუნდის ისტორიაში 55 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
წყარო: Eurosport