მადრიდის რეალი ზაფხულის პირველი ტრანსფერისთვის ემზადება. სამეფო კლუბი იუვენტუსიდან ალვარო მორატას დაბრუნებას აპირებს. მადრიდელები ფეხბურთელის შეძენის ექსკლუზიური უფლებით ისარგებლებენ და თავდამსხმელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძენენ.
მორატა იუვენტუსში 2014 წელს მადრიდის რეალიდან გადავიდა. ბებერ ქალბატონს ტრანსფერი 20 მილიონი დაუჯდა.
გასულ სეზონში ესპანელმა თავდამსხმელმა იუვენტუსის რიგებში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 12 ბურთი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მორატა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. 23 წლის ფეხბურთელს უკვე 3 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას გარეთ ბეილთან ერთად ლიდერობს.
წყარო: Eurosport