პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანო რონალდო, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. რონალდომ მედიის წარმომადგენელს მიკროფონი წაართვა და ტბაში გადაუგდო.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტნის თამაშს აკრიტიკებენ და ჟურნალისტის კითხვაც ამის შესახებ იყო. რეპორტიორი დაინტერესდა, იყო თუ არა მზად რონალდო ევროპის ჩემპიონატისთვის.
ამ ინციდენტის შემდეგ რონალდოზე ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. პორტუგალიის ნაკრები კი ჯგუფის ბოლო შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ დღეს გამართავს.
წყარო: 101greatgoals.com