მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა. პორტუგალია-უნგრეთის დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა.
შეხვედრაში სამივე შემთხვევაში უნგრელები დაწინაურდნენ, თუმცა პორტუგალია მაინც ახერებდა ანგარიშის გათანაბრებას. კრიშტიანო რონალდომ კრიტიკოსებს დუბლით უპასუხა. მადრიდის რეალის ლიდერმა პირველი გოლი ქუსლით გაიტანა, მეორე კი თავური დარტყმით.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ტურნირის დებიუტანტმა ისლანდიამ 2:1 დაამარცხა ავსტრია და შემდეგ ეტაპზე ასპარეზების უფლება მოიპოვა.
F ჯგუფში პირველი ადგილი უნგრეთმა დაიკავა, ისლანდია მეორე საფეხურზე იმყოფება, პორტუგალია კი მერვედფინალში მესამე პოზიციიდან იასპარეზებს.
პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.