16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ზინედინ ზიდანი - ლეგენდარული ფეხბურთელი და უკვე გამორჩეული მწვრთნელი

დღეს ლეგენდარული ფეხბურთელის და უკვე გამორჩეული მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის დაბადების დღეა. ზიდანი 44 წლის გახდა.

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ზიდანი კანის, ბორდოს, იუვენტუსის და მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა. საფრანგეთის ნაკრებში ზიდანმა ჩატარებულ 108 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და ეროვნულ გუნდთან ერთად მან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.

საკლუბო კარიერაში კი იუვენტუსთან ერთად ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი (1996), იტალიის სერია A (1997, 1998) და იტალიის თასი მოიგო (1997). მადრიდის რეალის შემადგენლობაში კი ჩემპიონთა ლიგა (2002), საკონტინენტთაშორისო თასი (2000), ესპანეთის ლა ლიგა (2003), ევროპის სუპერთასი (2002) და ესპანეთის თასი (2001, 2003.

2016 წლის 4 იანვარს ზიდანი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფრანგმა რაფაელ ბენიტესი შეცვალა, რომლის დროსაც სამეფო კლუბი კრიზისში იყო. ზიდანმა მწვრთნელის რანგში პირველივე მცდელობით შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. 

 

ვიდეო: Youtube/rom7ooo

დღის ამბები