ხვალ, თბილისის დროით დილის 07:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთის ტურნეს ფარგლებში ბოლო შეხვედრას გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე ფიჯი იქნება.
ქართველმა მორაგბეებმა ტურნეში ორი ტესტ მატჩი გამართეს. სამოას ნაკრებთან ფრედ 19:19 ითამაშეს, ხოლო 15 ივნისს ტონგა 23:20 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, საქართველო კი მე-12 პოზიციაზე იმყოფება.