საქართველოს ახალგაზრდულმა ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ზაზა სილაგაძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა ტურნირზე 6 მედლის მოპოვება შეძლო. ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50), რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ. ვერცხლის მედლები ლევან ქავჟარაძემ (60) და გიორგი მელიამ (97) მოიპოვეს, დავით ჩხარტიშვილმა (55) კი ბრინჯაო აიღო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა გასული წლის მსგავსად ყველას აჯობა და 62 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა, მესამე პოზიცია აზერბაიჯანმა.
წყარო: wrestling.ge