16 ნოემბერი 2024,   14:09
ვრცლად
ჯეიმი ვარდიმ ლესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ, გადაწყვეტილება მიიღო და არსენალში გადასვლას ლესტერულ კლუბში დარჩენა ამჯობინა. ვარდიმ კლუბთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა.

ბრიტანული მედია ვარდის უკვე არსენალის ფეხბურთელად ასახელებდა. ეს ინფორმაცია კლაუდიო რანიერიმც დაადატურა, თუმცა გარიგება არ შედგა და ვარდი მომავალი სეზონიდან ისევ ლესტერის ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლესტერი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

 

წყარო: lcfc.com

 

 

დღის ამბები