16 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
თბილისში რაგბი ევროპის გენერალური ალამბლეა გაიმართა

რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას თბილისი პირველად გაიმართა. სასტუმრო რედისონში 40 ევროპული ქვეყნის სარაგბო სამყაროს წარმომადგენელი შეიკრიბა.

ასამბლეის მთავრი თემა ტურნირების განრიგის კორექტირება იყო. განრიგის არსებული ვარიანტი ევროპული ქვეყნების სარაგბო ნაკრებებს ხშირად პრობლემებს უქმნის. ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

რაგბი ევროპის ასამბლეის შემდეგ ქართულ მხარეს კიდევ ერთი და უმთავრესი ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების ვალდებულება აქვს. 2017 წელს რანგით მეორე 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და საქართველოს დედაქალაქს მსოფლიოს 18 საუკეთესო ნაკრები ეწვევა.

დღის ამბები