საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე წაუგებლად დაასრულა. ბორჯღალოსნებმა 3 შეხვედრა გამართეს - სამოასთან ფრე 19:19, ტონგა 23:20 დაამარცხეს და ბოლოს რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილის მფლობელ ფიჯის მათსავე მოედანზე უშანსოდ, 14:3 მოუგეს.
საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშს უცხოური მედია გამოეხმაურა.
planetrugby.com
"საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის ტური მაღალ ნოტზე დაასრულა, როცა სუვაში მძიმე ბრძოლაში ფიჯის ნაკრები დაამარცხა - 14:3. თანაბარ მატჩში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში გმირული თამაშით გასაქანი არ მისცა ფიჯელთა საშიშ ბეკებს. ამით საქართველომ ტურნე დაუმარცხებლად დაასრულა, სამოასთან ფრეს, ტონგასა და ფიჯის დამარცხება მოაყოლა".
skysports.com
"მგეზავმა ლაშახმალაძემ შეხვედრის ერთადერთი ლელო დადო და საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან მატჩი 14:3 მოიგო. მართალია, მერაბკვირიკაშვილმა ააცილა გარდასახვა, მაგრამ შემდეგ ორი საჯარიმო გაიტანა და საქართველოს ნაკრებმაც გამარჯვება იზეიმა. ამით "ლელოების" სამმატჩიანი ტურნე დაუმარცხებლად დასრულდა".
sbs.com.au
"ლაშა ხმალაძის ერთადერთი ლელოს წყალობით, საქართველომ
სუვაში 14:3 დაამარცხა ფიჯი. მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფმა გუნდმა ჯერ მე-14 ადგილზე მყოფ სამოასთან 19:19 ითამაშა, შემდეგ კი მე-15 ადგილზე მყოფ ტონგას 23:20 მოუგო და აი, პარასკევს მე-10 ადგილზე მყოფი ფიჯი დაამარცხა".
stuff.co.nz
"ფიჯიმ ვერაფერი მოუხერხა საქართველოს ნაკრების დაცვას. ერთადერთი, რაც მასპინძლებმა შეძლეს, ნიკ ვოლავოლას საჯარიმოა. სამაგიეროდ, ლაშა ხმალაძემ ლელო დადო და ქართველებმა 14:3 მოიგეს, ტურნეს ბოლო მატჩი და შინ დაუმარცხებლები ბრუნდებიან".
onrugby.it
"საქართველოს ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე ორი მოგებით და ერთი ფრეთი დაასრულა. ოკეანეთელებმა საქართველო ვერ გააჩერეს. კავკასიელები სუთიაშვილის წინამძღოლობით უკეთესები აღმოჩნდნენ და 14:3 იმარჯვეს. ტაიმი 3:3 დასრულდა, მაგრამ ლაშა ხმალაძის ლელომ და მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმებმა უპირატესობა სტუმრებს მოუტანა".
dailymail.co.uk
ლაშა ხმალაძის ერთადერთი ლელო გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში, რომელშიც საქართველომ ფიჯი 14:3 დაამარცხა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტებში დაუმარცხებელია.
"ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვსურდა და ბოლო მატჩში წაგება დასანანია", - ამბობს ფიჯის თავკაცი ჯონმაკკი.
fijitimes.com
"ფიჯიმ წააგო ივნისის ბოლო შეხვედრა, 3:14 საქართველოსთან. საქართველომ ფრთები წააჭრა ფიჯელებს, რომელთაც ვეღარ შეძლეს ფრენა". (ფიჯის ნაკრებს მფრინავი ფიჯელები ჰქვია)
sarugbymag.co.za – "ქართველებმა ფიჯი გააოგნეს".
წყარო: sportall.ge